ჩვენ შესახებ
Dizaini.ge — თქვენი გზამკვლევი ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში
Dizaini.ge არის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს დამკვეთებსა და ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს — არქიტექტორებსა და დიზაინერებს. ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ საცხოვრებელი თუ კომერციული სივრცეების დაპროექტებისა და დიზაინის შექმნის პროცესი. პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად აღმოაჩინონ უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტილებები, დაათვალიერონ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების პორტფოლიოები და აირჩიონ მათთვის სასურველი კონცეფცია. გარდა ამისა, Dizaini.ge წარმოადგენს ონლაინ პარტნიორების მაღაზიების ქსელს, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის საჭირო პროდუქტებისა და მასალების შერჩევაში. თავის მხრივ, არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის ჩვენი პლატფორმა წარმოადგენს საუკეთესო სივრცეს საკუთარი ნამუშევრების წარმოსაჩენად, რეპუტაციის ასამაღლებლად და ახალი მომხმარებლების მოსაზიდად.
ინსპირაცია & დიზაინი
თანამედროვე ტენდენციები, იდეები და ინტერიერის პროექტები ერთ სივრცეში.
პროფესიონალთა ქსელი
დაუკავშირდით გამოცდილ არქიტექტორებსა და დიზაინერებს.
შერჩეული პროდუქცია
საუკეთესო ავეჯი, განათება და დეკორი საერთაშორისო პარტნიორებისგან.
პარტნიორობა და გამჭვირვალობა
Dizaini.ge თანამშრომლობს გლობალურ პარტნიორულ პროგრამებთან (Amazon Associates, AliExpress Affiliate). საიტზე განთავსებული ზოგიერთი ბმულით განხორციელებულ შენაძენზე შესაძლოა მივიღოთ საკომისიო, რაც არ ზრდის პროდუქტის ფასს მომხმარებლისთვის, თუმცა ეხმარება პლატფორმის შემდგომ განვითარებას.